Saturday, March 3, 2012

პროექტის აღწერა

პირველი პერსონალური კომპიუტერი
კომპიუტერი რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება
ბოლო მოდელი
  1. პროექტის სახელწოდება:  კომპიუტერი ჩვენი კარგი თუ .ცუდი მეგობარი.
  2. პროექტის მთავარი იდეა:   მოსწავლეები რამოდენიმე  წინადადებით  საუბრობენ კომპიუტერული ტექნიკის განვითარების მნიშვნელობაზე აყალიბებენ აზრებს,  მის უარყოფით და დადებით შედეგებზე.
  3. პროექტის აქტუალობა:. ძალიან ბევრი კარგი და ცუდი პრობლემა, ბედნიერი სახეები და თამაშებში გატარებული საათები,  ანთებული თვალები და დანგრეული ბავშვის პსიქიკა,  დაზიანებული  მხედველობა  და შეწუხებული  მშობლები.
  4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ბავშვებს  განუვითარდეთ ანალიტიკური აზროვნება,  ისწავლონ ჯგუფრი მუშაობა და   გახდნენ უფრო კრეატიულები.
  5. მონაწილეთა ასაკი: მე–8, მე–9 კლასები 
  6. ვადები/ხანგრძლივობა: ბავშვებს ეძლევათ 15 დღე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  მოძიებული უამრავი მასალა,  როგორც სურათები და ტექსტები ასევე სხვა ადამიანების ჩანაწერები და გადაღებული ვიდეო მასალა  და ამ მასალების  პედაგოგის დახმარებით   ბლოგზე გამოფენა  და შეფასების მოლოდინი..
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ადამიანები, კომპიუტერი, ინტერნეტი,  თაბახის ფურცლები ,ვიდეო და კამერა
  9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეებს გავუზიარებ პროექტიის იდეას, ამის შემდეგ მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად,   თვითოეული   ჯგუფი ირჩევს ხელმძღვანალს ,  თანამშრომლებს ,  დავალების მასალას და იწყებენ ამ დავალების   შესრულებას.  თოთეული ჯგუფი  ცალ–ცალკე აგროვებს მასალებს  ინტერნეტიდან და ჟურნალებიდან , იძიებენ  შემეცნებით ფილმებს,   იწერენ ინტერვიუებს  ქუჩეში და სკოლის დერეფნებში   . სვამენ კითხვას :კომპიუტერი ჩვენი კარგი თუ ცუდი მეგობარია? იღებენ აგრეთვე ინტერვიუებს მშობლებისაგან იწერენ მათ აზრს. ითვლიან დადებით და უარყოფით შედეგების სტატისტიკას  და იწყება საინტერესო პოლემიკა ..თითოეული ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიციის დამაჯერებლად დამტკიცებას  შესაბამისი მასალის სლაიდ შოუს  და გამოკითხული ადამიანების სტატისტიკის ჩვენებით. გამარჯვებულ  ჯგუფს კლასი ასახელებს. . მოგებული ჯგუფი დასაჩუქრდება  ტკბილეულით.მოსწავლეები შეფასგებიან რუბრიკით
  10. პროექტის ხელმძღვანელი(       პედაგოგი) : მანანა ყვირალაშვილი.
  11. ხელმძღვანელის ელ ფოსტა:  mgurgenidze54@gmail.com
  12. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: mancho54.blogspot.com